Archive for მარტი 24, 2011

სალამი ყველას… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს მოკრძალებულ ბლოგზე… მინდა, ჩემს პირველ სტუმრებს ავუხსნა, ვინ ვარ, რატომ ვარ , რისთვის მაქვს ეს ბლოგი და, საერთოდ, რა მინდა აქ o_O მაშ ასე, ხალხნო და ჯამაათნო…  ეს ბლოგი არ იქნება პოლიტიკაზე, არც ზოგადსაკაცობრიო თემებზე, აქ ვერ ნახავთ პოსტებს თიკო სადუნიშვილის ჯინსებზე ან ახალ ფეხსაცმელებზე, ვერც ცინცხალ ჭორებს წააწყდებით ჩემი ბლოგის შავბნელ კუნჭულებში, მაგრამ შემიძლია, დაგპირდეთ – აუცილებლად შემოგთავაზებთ სტატიებს ხელოვნებაზე, პროგრამირებაზე , მათემატიკაზე… გაინტერესებთ, რა არის “ჰაკინგი”?  არც მაგაზე დაგწყვეტთ გულს და ცინცხალ იქსპლოიტებსა და ბაგებს გაგიზიარებთ… არც საინტერესო ვიდეოებს მოგაკლებთ “ჰაკინგთან” დაკავშირებით… მოკლედ, თუ აქ ჩამოთვლილმა რომელიმე კატეგორიამ დაგაინტერესათ , დააჭირეთ ctrl+D-ს და საუკუნოდ უკვდავყავით ჩემო ბლოგი თქვენი ბრაუზერის Bookmarks-ში … 🙂