Archive for the ‘ლირიკული გადახვევები’ Category


რა დავარქვათ ბოლოს გავრცელებულ ვიდეომასალას? ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ძნელი საპოვნელია, იმიტომ, რომ  ეს არ იყო უბრალოდ შემზარავი და ამორალური კადრები, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ადამიანურობის ფარგლებს სცილდება.

აქამდეც ყველას გვსმენია დამთრგუნველი ისტორიები ციხეში მომხდარ ამბებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გუშინდელ დღემდე ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოედგინა, თუ ქართველი ადამიანი, ზოგადად, ადამიანი, ჰომო საპიენსს რომ ეძახიან, ამ დონემდე დაეცემოდა. კარგი იქნება, თუ ყველა გაითავისებს, რომ მსგავსი სადისტები, როგორებიც გუშინ და დღეს ვნახეთ, ჩვენ შორის არიან, ეს ყველაფერი ჩვენი რეალობაა და არაა სადღაც შორიდან მოსული ამბავი.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ – ვინ იცის, იმ პოლიციელებთან ერთად რამდენჯერ გვიმგზავრია სამარშუტო ტაქსით, მეტროთი ან რამდენჯერ შევხვედრივართ ქუჩაში. დაფიქრდით ამაზე, დაფიქრდით, რომ გლდანის ციხე არც ისე შორსაა… დაფიქრდით, რომ სანამ თქვენ გძინავთ, რამდენიმე ასეული, ათეული ან ერთეული კილომეტრის იქით ხალხს აწამებენ… და თუ დაფიქრდებით, მერე მითხარით, როგორ შეიძლება ამის შემდეგ დავრჩეთ სახლში, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, თითქოს არც არაფერი ხდება…

არ აქვს, ხალხო, მნიშვნელობა, ციფრი 5 უფრო მოგწონთ თუ 41… არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნებზე მიდიხართ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, სადაური ხართ, რა რელიგიის მიმდევარი, არ აქვს მნიშვნელობა არც თქვენს პოლიტიკურ თუ ზოგად შეხედულებებს… წამით დაფიქრდით და ჰკითხეთ თქვენ თავს – ვარ მე ადამიანი? თუ პასუხი დადებითი იქნება, გირჩევთ, წამოხვიდეთ აქციაზე და გააპროტესტოთ დღევანდელი რეალობა. იყავით ადამიანები და შემოგვიერთდით ჩვენ!

ვაიმე, რომელი საათია? დავიღუპე, თერთმეტი დაწყებულა! არიქა, ყავა, შარვალი, ჰალსტუხი! ის პერანგი გაუთოვებულია? აი, მე რომ მიყვარს, ღვინისფერი. საფულე და მობილური სად ჯანდაბაშია? მეტრომანი სადღა დაიკარგა? სამსახურში მაგვიანდება, ხალხნო!

მოიცა, მოიცა! დღეს ხომ არჩევნებია! უჰ, გულზე მომეშვა… ესე იგი, არსად მეჩქარება, შემიძლია, დილის ძილი შევიბრუნო, ცოლის მზითევს სჯობიაო, რომ ამბობენ.

არა, მეც კაი ვინმე ვარ. მთელი თვეა, ყველა ამაზე ლაპარაკობს და რაღამ დამავიწყა. საითაც გაიხედავ, სარეკლამო პლაკატს დაინახავ, უთო რომ ჩართო, რომელიმე კანდიდატის ხმით დაგელაპარაკება და იმისთანებს დაგპირდება… ეგ კი არა, ამ ბოლო დროს იმასაც მოუხშირეს, ოღონდ არჩევნებზე მოდით და ხმა, ვისაც გინდათ, იმას მიეცითო.

ისე, კაცმა რომ თქვას, როგორ გინდა, ამდენი ხალხი არჩევნებზე მიიყვანო? აგერ, ჩემი მეზობელი გურგენა, დილიდან საღამომდე დომინოს უხათქუნებს ეზოში, ხმის მისაცემად კი არა, ბაზარში ვერ გაუგზავნია ცოლს. მისი ჭორფლიანი გოგო ფეისბუქზე მთელი დღე ხან კატებს ბანს და ხან ფერმას თოხნის. გაღმაკორპუსელი გივიას ამბავი რომ ვიცი, უქმეაო და დილაბნელზე გაიქცეოდა სათევზაოდ…

(more…)

მომარტყეს .... ფრთაზე ცეცხლი მიკიდია.... ძრავა ჩერდება....  ვვარდები.... ღმერთო.....
პატარა ოთახი სიჩუმემ მოიცვა... ყოვლისმომცველმა , ავისმომასწავლებელმა სიჩუმემ....
რადიომიმღებში ყრუ ხრიალიღა ისმოდა.... სიგნალი არ იყო....  უნებურად ყველა სიცივემ აიტანა...
პატარა ოთახში სიჩუმეს მხოლოდ კუთხეში მიმჯდარი ფუმფულა ქალბატონის ქსუტუნი არღვევდა...
-კიდევ ერთი ბავშვი -თავი გააქნია მოხუცმა კაცმა , კართან რომ ჩამომჯდარიყო პატარა ხის სკამზე....
სკამის დაბალ საზურგეს მიყრდნობილს დანაოჭებულ სახეზე დაღლილობა ეხატა....
-რომელი წავა?- იკითხა იგივე მოხუცმა...
ისევ სიჩუმე...ბოლოს ისევ მოხუცი ადგა... გაცრეცილ შარვალზე ხელი ჩამოისვა... მტვრიანი მაგიდიდან
ქუდი აიღო...ჭაღარა თმა გაისწორა და მუქი ყავისფერი ბერეტი თავზე მოირგო...
კარი ჭრიალით გააღო და დერეფანში გავიდა.... ნელი, წყნარი ნაბიჯით გაუყვა ჩამუქებულ დერეფანს....
მის გარშემო ხალხი ირეოდა... ზოგი ფურცლების დასტას მიარბენინებდა... ზოგი თავის საქმეზე მიდიოდა....
ზოგიც ისე დაბორიალობდა... გულდამძიმებულ მოხუცს კი კიდევ ერთი დედისთვის უნდა მიეტანა დაკეცილი
დროშა...სწორედ იმ დროს როცა მოხუცი უკვე მანქანისკენ მიაბიჯებდა.... რამდენიმე კილომეტრის დაშორებით
პატარა წყნარ დასახლებაში.... მდინარის პირას მდგარ სახლში ახალგაზრდა გოგომ თვალი გაახილა...
საწოლიდან ნელა წამოიწია.... ხალათი მოიცვა და სარკესთან მივიდა.... სქელი შავი თმა გადაიწია...
ცოტა ხანს თავის ანარეკლს აკვირდებოდა... ტანსაცმელი მალე გადაიცვა...
დედის ამოტანილ ცხელ შოკოლადს ხელი დაავლო და ჭრაჭუნა საფეხურები სწრაფად ჩაირბინა....
მშობლებს მიესალმა და ღია კარებში გავიდა... წვიმდა... ახლაღა შეამჩნია... გარეთ არც გაუხედავს...
ნაბიჯს აუჩქარა და მოპირდაპირე მხარეს მდგარ სახლთან მიირბინა... კარი ღია დახვდა და ისიც,
როგორც ოჯახის მომავალი წევრი, თამამად შევიდა... სიჩუმე იყო. ეტყობა, ჯერ ყველას სძინავს....
ხვალ ჩამოდის.... კიდევ ერთხელ გაუმეორა თავს და როცა უკვე წასვლას აპირებდა, სახლთან მომდგარი
მანქანა დაინახა.... არა... შეცდომაა... გაიფიქრა  და თან სუნთქვა შეეკრა.... ისინი აქ არ მოდიან,
არწმუნებდა თავს... მანქანიდან მოხუცი გადმოვიდა... ყავისფერ ბერეტს ისწორებდა....
ხელში დაკეცილი დროშა ეჭირა... პირდაპირ მისკენ წამოვიდა... ჭიქა ხელიდან გაუვარდა...
მუხლები მოეკეცა... ხელი კარს წაავლო , რომ არ დაცემულიყო.... ნელა-ნელა ჩაიკეცა....
ცრემლები ახრჩობდა.... შეწუხებული მოხუცი გოგოსთან ჩაიმუხლა...
გულწრფელი მწუხარება ეხატა მოხუც სახეზე... მხარზე შეეხო ატირებულ გოგოს....
გოგოს მუქი მწვანე თვვალებიდან მსხვილი ცრემლები სცვიოდა...
წამოდგა და გაიქცა ... კართან ჩამუხლული მოხუცი ოხვრით წამოიწია და
თვალი გააყოლა გაქცეულს...
იმ ღამეს .... გოგოს აბაზანის ცივი იატაკი ვენებიდან გადმოსულმა ... თბილმა
სისხლმა წითლად შეღება და გაათბო....

მადლობა მოლის, რომელმაც ამ პოსტზე დამთაგა 🙂 დიდი ხანია მინდოდა რაიმე მსგავსის დაწერა… მაშ ასე სანამ ცოცხალი ვარ… რას ვიზამ სანამ ცოცხალი ვარ?! ….ჰმ…
1)პირველ რიგში საატესტატო გამოცდებს ჩავაბარებ : ) …

2)აუცილებლად გადმოვხტები პარაშუტით …

(more…)


(more…)

სანამ წერას დავიწყებდი, გვერდით ჩემი ერთგული მეგობარი – ცხელი ჩაით სავსე, მწვანე ჭიქა მოვიდგი… მაშ ასე ვწერ…  ვწერ? … კი, ვწერ… მოკლედ, ზაფხულის მცხუნვარე დღე იყო… ჩვეულებრივ სისხამ დილით (დღის 3 საათზე) წამოვხტი ლოგინიდან და ნამძინარევი სახით სწრაფად ჩავირბინე კიბის ჭრაჭუნა საფეხურები..სწრაფად გადავიცვი  მწვანე მაისური და მეგობართან ერთად არაგვისკენ გავაბოტე ჩემი გრძელი ფეხებით…ერთი-ორი  საათი ვიჯექი და გამწარებული ვცდილობდი, დროისთვის სული გამეფრთხობინებინა… ხან ცურვით, ხანაც კარტის თამაშით… ბოლოს, როცა ყველაფერი მომბეზრდა, იქვე ახლოს, ხასხასა მწვანე ბალახზე მივწექი, ნელი ნიავი ოდნავ რომ არხევდა … ბალახზე მიწოლა და ჩემი ფეხზე წამოვარდნა ერთი იყო… დავინახე… დავინახე ის … ანგელოზი გინახავთ? დიახ, დიახ, ნამდვილი ანგელოზი… აი, ისეთი, ცაში რომ ცხოვრობენ… არ გინახავთ? აი, მე ვნახე 🙂

(more…)