რა დავარქვათ ბოლოს გავრცელებულ ვიდეომასალას? ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ძნელი საპოვნელია, იმიტომ, რომ  ეს არ იყო უბრალოდ შემზარავი და ამორალური კადრები, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ადამიანურობის ფარგლებს სცილდება.

აქამდეც ყველას გვსმენია დამთრგუნველი ისტორიები ციხეში მომხდარ ამბებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გუშინდელ დღემდე ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოედგინა, თუ ქართველი ადამიანი, ზოგადად, ადამიანი, ჰომო საპიენსს რომ ეძახიან, ამ დონემდე დაეცემოდა. კარგი იქნება, თუ ყველა გაითავისებს, რომ მსგავსი სადისტები, როგორებიც გუშინ და დღეს ვნახეთ, ჩვენ შორის არიან, ეს ყველაფერი ჩვენი რეალობაა და არაა სადღაც შორიდან მოსული ამბავი.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ – ვინ იცის, იმ პოლიციელებთან ერთად რამდენჯერ გვიმგზავრია სამარშუტო ტაქსით, მეტროთი ან რამდენჯერ შევხვედრივართ ქუჩაში. დაფიქრდით ამაზე, დაფიქრდით, რომ გლდანის ციხე არც ისე შორსაა… დაფიქრდით, რომ სანამ თქვენ გძინავთ, რამდენიმე ასეული, ათეული ან ერთეული კილომეტრის იქით ხალხს აწამებენ… და თუ დაფიქრდებით, მერე მითხარით, როგორ შეიძლება ამის შემდეგ დავრჩეთ სახლში, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, თითქოს არც არაფერი ხდება…

არ აქვს, ხალხო, მნიშვნელობა, ციფრი 5 უფრო მოგწონთ თუ 41… არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნებზე მიდიხართ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, სადაური ხართ, რა რელიგიის მიმდევარი, არ აქვს მნიშვნელობა არც თქვენს პოლიტიკურ თუ ზოგად შეხედულებებს… წამით დაფიქრდით და ჰკითხეთ თქვენ თავს – ვარ მე ადამიანი? თუ პასუხი დადებითი იქნება, გირჩევთ, წამოხვიდეთ აქციაზე და გააპროტესტოთ დღევანდელი რეალობა. იყავით ადამიანები და შემოგვიერთდით ჩვენ!

ვაიმე, რომელი საათია? დავიღუპე, თერთმეტი დაწყებულა! არიქა, ყავა, შარვალი, ჰალსტუხი! ის პერანგი გაუთოვებულია? აი, მე რომ მიყვარს, ღვინისფერი. საფულე და მობილური სად ჯანდაბაშია? მეტრომანი სადღა დაიკარგა? სამსახურში მაგვიანდება, ხალხნო!

მოიცა, მოიცა! დღეს ხომ არჩევნებია! უჰ, გულზე მომეშვა… ესე იგი, არსად მეჩქარება, შემიძლია, დილის ძილი შევიბრუნო, ცოლის მზითევს სჯობიაო, რომ ამბობენ.

არა, მეც კაი ვინმე ვარ. მთელი თვეა, ყველა ამაზე ლაპარაკობს და რაღამ დამავიწყა. საითაც გაიხედავ, სარეკლამო პლაკატს დაინახავ, უთო რომ ჩართო, რომელიმე კანდიდატის ხმით დაგელაპარაკება და იმისთანებს დაგპირდება… ეგ კი არა, ამ ბოლო დროს იმასაც მოუხშირეს, ოღონდ არჩევნებზე მოდით და ხმა, ვისაც გინდათ, იმას მიეცითო.

ისე, კაცმა რომ თქვას, როგორ გინდა, ამდენი ხალხი არჩევნებზე მიიყვანო? აგერ, ჩემი მეზობელი გურგენა, დილიდან საღამომდე დომინოს უხათქუნებს ეზოში, ხმის მისაცემად კი არა, ბაზარში ვერ გაუგზავნია ცოლს. მისი ჭორფლიანი გოგო ფეისბუქზე მთელი დღე ხან კატებს ბანს და ხან ფერმას თოხნის. გაღმაკორპუსელი გივიას ამბავი რომ ვიცი, უქმეაო და დილაბნელზე გაიქცეოდა სათევზაოდ…

Read the rest of this entry »

Share

Posted: სექტემბერი 10, 2012 in HACKING...

ჩემს დღევანდელ პოსტს არანაირი კავშირი არ აქვს არც Facebook-თან და არც Share-თან… უბრალოდ, დღეს ვეცდები, თქვენთან ერთად გავიზიარო სხვისი მწუხარება, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვეცდები, გავიგო, როგორ იზიარებენ სხვის მწუხარებას.
ალბათ, ხშირად თუ არა, ერთხელ მაინც მოხვედრილხართ პანაშვიდზე. გაგონილიც გექნებათ –„ვიზიარებ“, „ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“. გაინტერესებთ, მე რას ვფიქრობ? თვალთმაქცობაა, ფარისევლობა და, უბრალოდ, ზრდილობიანი ჟესტი. სინამდვილეში არავინ არავის მწუხარებას არ იზიარებს… არ კი არა, ვერ იზიარებენ.
ცხოვრებამოყირჭებული და ბრძენი კაცივით კი ვლაპარაკობ, მაგრამ ამაში თავად დავრწმუნდი… პირველად სიცოცხლეში, 2012 წლის 21 ივლისს, მივხვდი, რას ნიშნავს მწუხარება, რას ნიშნავს, როცა მართლა იზიარებ სხვის უბედურებას და ისიც იმიტომ, რომ შენც ისე გტკივა, როგორც იმ სხვას, თითქმის ისევე…
მთელი იმ კოშმარული დღეების მანძილზე, როცა იქ ვიყავი, იმ ოთახში, ჩემს მდუმარე, თავზარდამცემად ცივ მეგობართან ერთად, ვაკვირდებოდი, როგორ უვლიდა მას გარსემო ხალხი, როგორ მიდიოდნენ დედამისთან და ეუბნებოდნენ: „ვიზიარებ“. ვხვდებოდი, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ არ წუხდნენ, ან განა რამეში ვადანაშაულებ მათ… უბრალოდ, ისინი ვალს იხდიდნენ ტრადიციების, ოჯახის წინაშე. რა თქმა უნდა, თანაუგრძნობდნენ და განიცდიდნენ კიდევ, მაგრამ ეს არ იყო ზიარი ტკივილი. ბუნებრივიც არის, რომ არ იყო. თორნიკეს მერე მეც გავიგე სხვისი, კიდევ უფრო ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილის ამბავი, მეც ვთქვი – „ვიზიარებ“. როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ვერაფერსაც ვერ ვიზიარებდი, რომ გავტრიალდებოდი და ის ბიჭი თუ მომაგონდებოდა, მართალია, დანანებით, მაგრამ ტკივილის გარეშე. ჰოდა, ამის შემდეგ ბევრს ვფიქრობ ამ სიტყვაზე, რომელსაც ადამიანები ასე დაუფიქრებლად, ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს.
თვითონაც არ ვიცი, რატომ ვილაპარაკე ამდენი. იმედია, ისე არ გამომივიდა, თითქოს სხვაზე უკეთესი მგონია თავი. სულაც არა. პირველივე საჭიროებისას მეც იგივეს გავიმეორებ, ისევ ვიტყვი – „ვიზიარებ“, მაგრამ მეცოდინება, რომ ვტყუი, ზუსტად ისე, როგორც სხვები ტყუიან და ფარისევლობენ.

C100.PHP

Posted: ივნისი 28, 2011 in HACKING...

დღეს ტრადიციას დავარღვევ და უბრალო, მშრალ და მხოლოდ ინფორმაციულ პოსტს დავდებ…
ვეცდები რამდენიმე სიტყვით აგიხსნათ  რაც ხდება ვიდეოში…
“ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” საიტზე
ატვირთული php შელი … რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად მთელ საიტს ვაკონტროლებ …
აი ვიდეოც:

მომარტყეს .... ფრთაზე ცეცხლი მიკიდია.... ძრავა ჩერდება....  ვვარდები.... ღმერთო.....
პატარა ოთახი სიჩუმემ მოიცვა... ყოვლისმომცველმა , ავისმომასწავლებელმა სიჩუმემ....
რადიომიმღებში ყრუ ხრიალიღა ისმოდა.... სიგნალი არ იყო....  უნებურად ყველა სიცივემ აიტანა...
პატარა ოთახში სიჩუმეს მხოლოდ კუთხეში მიმჯდარი ფუმფულა ქალბატონის ქსუტუნი არღვევდა...
-კიდევ ერთი ბავშვი -თავი გააქნია მოხუცმა კაცმა , კართან რომ ჩამომჯდარიყო პატარა ხის სკამზე....
სკამის დაბალ საზურგეს მიყრდნობილს დანაოჭებულ სახეზე დაღლილობა ეხატა....
-რომელი წავა?- იკითხა იგივე მოხუცმა...
ისევ სიჩუმე...ბოლოს ისევ მოხუცი ადგა... გაცრეცილ შარვალზე ხელი ჩამოისვა... მტვრიანი მაგიდიდან
ქუდი აიღო...ჭაღარა თმა გაისწორა და მუქი ყავისფერი ბერეტი თავზე მოირგო...
კარი ჭრიალით გააღო და დერეფანში გავიდა.... ნელი, წყნარი ნაბიჯით გაუყვა ჩამუქებულ დერეფანს....
მის გარშემო ხალხი ირეოდა... ზოგი ფურცლების დასტას მიარბენინებდა... ზოგი თავის საქმეზე მიდიოდა....
ზოგიც ისე დაბორიალობდა... გულდამძიმებულ მოხუცს კი კიდევ ერთი დედისთვის უნდა მიეტანა დაკეცილი
დროშა...სწორედ იმ დროს როცა მოხუცი უკვე მანქანისკენ მიაბიჯებდა.... რამდენიმე კილომეტრის დაშორებით
პატარა წყნარ დასახლებაში.... მდინარის პირას მდგარ სახლში ახალგაზრდა გოგომ თვალი გაახილა...
საწოლიდან ნელა წამოიწია.... ხალათი მოიცვა და სარკესთან მივიდა.... სქელი შავი თმა გადაიწია...
ცოტა ხანს თავის ანარეკლს აკვირდებოდა... ტანსაცმელი მალე გადაიცვა...
დედის ამოტანილ ცხელ შოკოლადს ხელი დაავლო და ჭრაჭუნა საფეხურები სწრაფად ჩაირბინა....
მშობლებს მიესალმა და ღია კარებში გავიდა... წვიმდა... ახლაღა შეამჩნია... გარეთ არც გაუხედავს...
ნაბიჯს აუჩქარა და მოპირდაპირე მხარეს მდგარ სახლთან მიირბინა... კარი ღია დახვდა და ისიც,
როგორც ოჯახის მომავალი წევრი, თამამად შევიდა... სიჩუმე იყო. ეტყობა, ჯერ ყველას სძინავს....
ხვალ ჩამოდის.... კიდევ ერთხელ გაუმეორა თავს და როცა უკვე წასვლას აპირებდა, სახლთან მომდგარი
მანქანა დაინახა.... არა... შეცდომაა... გაიფიქრა  და თან სუნთქვა შეეკრა.... ისინი აქ არ მოდიან,
არწმუნებდა თავს... მანქანიდან მოხუცი გადმოვიდა... ყავისფერ ბერეტს ისწორებდა....
ხელში დაკეცილი დროშა ეჭირა... პირდაპირ მისკენ წამოვიდა... ჭიქა ხელიდან გაუვარდა...
მუხლები მოეკეცა... ხელი კარს წაავლო , რომ არ დაცემულიყო.... ნელა-ნელა ჩაიკეცა....
ცრემლები ახრჩობდა.... შეწუხებული მოხუცი გოგოსთან ჩაიმუხლა...
გულწრფელი მწუხარება ეხატა მოხუც სახეზე... მხარზე შეეხო ატირებულ გოგოს....
გოგოს მუქი მწვანე თვვალებიდან მსხვილი ცრემლები სცვიოდა...
წამოდგა და გაიქცა ... კართან ჩამუხლული მოხუცი ოხვრით წამოიწია და
თვალი გააყოლა გაქცეულს...
იმ ღამეს .... გოგოს აბაზანის ცივი იატაკი ვენებიდან გადმოსულმა ... თბილმა
სისხლმა წითლად შეღება და გაათბო....

მადლობა მოლის, რომელმაც ამ პოსტზე დამთაგა 🙂 დიდი ხანია მინდოდა რაიმე მსგავსის დაწერა… მაშ ასე სანამ ცოცხალი ვარ… რას ვიზამ სანამ ცოცხალი ვარ?! ….ჰმ…
1)პირველ რიგში საატესტატო გამოცდებს ჩავაბარებ : ) …

2)აუცილებლად გადმოვხტები პარაშუტით …

Read the rest of this entry »


Read the rest of this entry »

სანამ წერას დავიწყებდი, გვერდით ჩემი ერთგული მეგობარი – ცხელი ჩაით სავსე, მწვანე ჭიქა მოვიდგი… მაშ ასე ვწერ…  ვწერ? … კი, ვწერ… მოკლედ, ზაფხულის მცხუნვარე დღე იყო… ჩვეულებრივ სისხამ დილით (დღის 3 საათზე) წამოვხტი ლოგინიდან და ნამძინარევი სახით სწრაფად ჩავირბინე კიბის ჭრაჭუნა საფეხურები..სწრაფად გადავიცვი  მწვანე მაისური და მეგობართან ერთად არაგვისკენ გავაბოტე ჩემი გრძელი ფეხებით…ერთი-ორი  საათი ვიჯექი და გამწარებული ვცდილობდი, დროისთვის სული გამეფრთხობინებინა… ხან ცურვით, ხანაც კარტის თამაშით… ბოლოს, როცა ყველაფერი მომბეზრდა, იქვე ახლოს, ხასხასა მწვანე ბალახზე მივწექი, ნელი ნიავი ოდნავ რომ არხევდა … ბალახზე მიწოლა და ჩემი ფეხზე წამოვარდნა ერთი იყო… დავინახე… დავინახე ის … ანგელოზი გინახავთ? დიახ, დიახ, ნამდვილი ანგელოზი… აი, ისეთი, ცაში რომ ცხოვრობენ… არ გინახავთ? აი, მე ვნახე 🙂

Read the rest of this entry »

დღეს დავეხეტებოდი ქართული ინტერნეტსივრცის ვიწრო და ჭუჭყიან ქუჩებში… არანაიარი ვერაგი და ცუდი ზრახვები არ მამოძრავებდა… ნუ.. თითქმის არანაირი… ასე იყო თუ ისე , ჰოი საკვირველებავ… უცებ წავაწყდი ერთ დაჩაგრულ საიტს, რომელიც აშკარად არ უყვარდა მის ადმინს.. ყოველ შმეთხვევაში შემქმნელს მაინც… საიტს აბსოლუტურად ყველა კუთხე-კუნჭულში ჰქონდა სუსტი წერტილი…. მეც, ჩემდა გასაკვირად, გადავწყვიტე, ადმინისტრაციისთვის შემეტყობინებინა… დაახლოებით 15 წუთი ვწერდი წერილს, რომლითაც ვაფრთხილებდი ადმინს თუ რა მზაკვარი დაავადება სჭირდა მის საიტს… მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, რამდენიმე საათი ძილის შემდეგ ჩემი ქვეყნისა და სინდისის წინაშე ვალმოხდილი და ჩემი საქციელით უზომოდ კმაყოფილი კვლავ მივუჯექი კომპიუტერს… მეილზე პასუხს არ დაეყოვნებინა და inbox-ში 1 ცინცხალი წერილი დამხვდა, საიტის მფლობელს რომ მოეწერა ჩემთვის… გავხსენი.. გავხსენი და რა გავხსენი…

Read the rest of this entry »

მაშ ასე ვრეგისტრირდებით აქედან რომელიმეზე…

http://www.110mb.com/
http://www.365-hosting.net/
http://x10hosting.com/
http://www.awardspace.com/
http://1gb.me/

გავაკეთოთ 2 ფაილი
status.txt და link.txt
ჯერჯერობით დავტოვოთ ცარიელები

მერე გადმოწერეთ ეს
http://www.microsoft.com/express/Downloads…10-Visual-Basic

გადმოწერეთ სოურსი :
http://uppit.com/dnj8e0hiywjx/svchost32.rar
http://www.mediafire.com/?s35vhky88rfmdqr
http://www.megaupload.com/?d=70U28Z11

Read the rest of this entry »